შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება (EEAL)

სახელი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება

განხორციელების პერიოდი: 2015-2017

განხორციელების არეალი: თბილისი, იმერეთი, აჭარა, კახეთი

დონორები/პარტნიორები:

  1. ევროკავშირი (EU), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (TEDEC), ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი „ოტავა 98“ (CBL-CMC)
  2. სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი”
  3. შპს – ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯი
  4. შპს – კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი

 

სრული ბიუჯეტი: 377,981 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 377,981 €

მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების ხელშეწყობა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მეწარმეები, პროფესიული განათლების სერვისის მიმწოდებლები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

ბენეფიციარები: თბილისში, იმერეთის, აჭარისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები შშმ პირები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 195 ბენეფიციარმა გაიარა კარიერული ორიენტაციის ტრენინგი
  2. 210 დამსაქმებელი დაესწრო ტრენინგს ეთიკის ნორმების, ტერმინოლოგიის, სამუშაო ადგილების ორგანიზებისა და ადაპტაციის ხელშეწყობის საკითხებზე
  3. გაიმართა 8 დასაქმების ფორუმი (2 თითოეულ რეგიონში)
  4. გაიმართა საკოორდინაციო–საკონსულტაციო საბჭოს 25 სხდომა
  5. გადამზადდა 22 ჟურნალისტი შშმ პირთა სწორად გაშუქების ტექნიკებში
  6. მოეწყო ჟურნალისტთა კონკურსი
  7. 24 სატელევიზიო და 8 რადიოგადაცემა, ასევე 26 საგაზეთო სტატია მომზადდა შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირების მიზნით

 

მიღწეული შედეგები:

  1. 719 დამსაქმებელი და 622 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა მონაცემთა ბაზაში
  2. 128 შშმ პირი ჩაერთო სტაჟირების პროგრამაში
  3. 129 ბენეფიციარი რეფერირდა პროფესიულ სასწავლებელში
  4. დასაქმდა 173 ბენეფიციარი
  5. შეიქმნა საკოორდინაციო–საკონსულტაციო საბჭოს 4 ჯგუფი
  6. მომზადდა 3 ფილმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემებზე

 

Skip to content