შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა

სახელი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა

განხორციელების პერიოდი: 05.2021–12.2021

განხორციელების არეალი: ბათუმი

დონორები/პარტნიორები: სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო

სრული ბიუჯეტი: 20,800 GEL

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 20,800 GEL

მიზანი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული და პრაქტიკული უნარების შეძენა – განვითარებითა და ინდივიდუალურ უნარებზე მორგებული პროფესიული სასწავლო კურსის შეთავაზებით

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კერძო სექტორი, ადგილობრივი ხელისუფლება

ბენეფიციარები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირები

განხორციელებული აქტივობები:

  1. შეფასდა 22 პირის შრომითი და პროფესიული უნარები
  2. გამოიკითხა რეგიონულ შრომის ბაზარზე ოპერირებადი 13 კომპანია
  3. განისაზღვრა ქვეპროგრამის მოსარგებლეთა პროფესიები, შედგა განათლების და კარიერული განვითარების გეგმები
  1. პროფესიულ უნარებში 200 საათიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი და 120 საათიანი სუბსიდირებადი სტაჟირება / საწარმოო პრაქტიკა გაიარა 8 მოსარგებლემ
  2. განხორციელდა ქვეპროგრამის ანალიტიკური შეფასება

 

მიღწეული შედეგები:

  1. 8 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გაიარა პროფესიული გადამზადების 200 საათიანი კურსი და დაეუფლა კონდიტერის, ფრჩხილის მომსახურების სპეციალისტის, გაყიდვების კოორდინატორის, ტექნიკოსის, ფინანსური ასისტენტის პროფესიებს
  2. კურსის დასრულების შემდეგ ბენეფიციარები ჩაერთნენ 120 საათიან სამუშაოზე მიმაგრებული სტაჟირების პროგრამაში, რომელიც სოციალურ საწარმოში „ადამიანი მოქმედებაში“ და სასტუმროში ,,ჰილტონი“, სილამაზის სალონებში „MG Style“ და „ვი აი პი სტაილი“ განხორციელდა
  3. 6 პირი დასაქმდა მუდმივ სამუშაოზე

Skip to content