შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა

სახელი: შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა

განხორციელების პერიოდი: 2018

განხორციელების არეალი: ბათუმი

დონორები/პარტნიორები: სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო

სრული ბიუჯეტი: 16,000 GEL

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 16,000 GEL

მიზანი: აჭარის რეგიონში მცხოვრები, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა მობილიზება, მოკლევადიან პროფესიულ პროგრამებში გადამზადება და დაუფლებული პროფესიის შესაბამისად შრომის ღია ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობა

სამიზნე ჯგუფ(ებ): შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, კერძო სექტორი, ადგილობრივი ხელისუფლება

ბენეფიციარები: აჭარის რეგიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

განხორციელებული აქტივობები:

  1. შეფასდა 56 პირის შრომითი და პროფესიული უნარები
  2. ჩატარდა „პროფესიული ორიენტაციის და კარიერი დაგეგმვის“ ტრენინგები

 

მიღწეული შედეგები:

  1. 8 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა პროფესიულ სასწავლებელთან „ახალი ტლღა“ პარტნიორობით გაიარა პროფესიული გადამზადების 200 საათიანი კურსი და დაეუფლა კულინარიის ხელოვნების, კონდიტერიის, ხის მხატვრული დამუშავების, კომპიუტერული მომსახურების, საოფისე პროგრამებისა და ვებ დიზაინერის პროფესიებს
  2. კურსის დასრულების შემდეგ ბენეფიციარები ჩაერთნენ სამუშაოზე მიმაგრებული სტაჟირების პროგრამაში, რომელიც ავეჯის კომპანიაში „რანდი“, სოციალურ საწარმოში „ადამიანი მოქმედებაში“ და სასტუმროებში ,,ჰილტონი“ და „ეიფორია“ განხორციელდა
  3. 4 პირი დასაქმდა მუდმივ სამუშაოზე

 

Skip to content