ESCape – დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება, შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად

სახელი: ESCape – დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება, შრომის
ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად

განხორციელების პერიოდი: 11.2020-11.2023

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები: 

  1. ევროკავშირი (EU)
  2. ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES)
  3. დემოკრატიის განვითარების სააგენტო (DDA)
  4. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA)

 

სრული ბიუჯეტი: €1,250,000

პროექტის განსახორციელებლად EDEC–ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 497,976.89 GEL

მიზანიუმუშევრობასთან დაკავშირებული არსებული ნაკლოვანებების მოგვარების ხელშეწყობა დასაქმების სერვისების ხარისხის გაუმჯობესებით, უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთათვის სამუშაო ადგილებისა და პროფესიული კონსულტირების უზრუნველყოფით.

სამიზნე ჯგუფ(ებ): სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, დასაქმების ცენტრები

ბენეფიციარები: მოწყვლადი ჯგუფები, სამუშაოს მაძიებლები

დაგეგმილი აქტივობები:

  1. დასაქმების სერვისების განვითარება საერთაშორისო გამოცდილების გაცვლითა და SESA-ს გაზრდილი ინსტიტუციური შესაძლებლობების მეშვეობით;
  2. ინტენსიური სწავლების ახალი მეთოდის განვითარება;
  3. სამიზნე რეგიონებში უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთათვის პროფესიული კონსულტირება;
  4. უმუშევრად მყოფი მოწყვლადი ჯგუფებისთვის უნარებისა და კომპეტენციების ამაღლება;
  5. SESA-ს თანამშრომლობის ფარგლებში „განსაკუთრებულად რთულად დასასაქმებელი“ ადამიანების საჭირო კომპეტენციებით აღჭურვა.

მოსალოდნელი შედეგები:

  1. პროექტი უფრო ხელმისაწვდომს და ეფექტურს გახდის შესაბამისი უნარების დაკავშირებას (skills matching), განსაკუთრებით პროფორიენტაციის, პროფესიული კონსულტირებისა და სამუშაო ძიების პროცესში შუამავლობით.
  2. ინოვაციური სწავლების მოდელის დანერგვით, პროექტი უფრო ხელმისაწვდომს გახდის შესაბამისი უწყვეტი განათლების (lifelong learning) უნარების განვითარების შესაძლებლობებს სამიზნე რეგიონებში.

Skip to content