USAID პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”

სახელი: USAID პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”

განხორციელების პერიოდი: 07.2022-07.2027

განხორციელების არეალი: იმერეთის რეგიონი

 

დონორები/პარტნიორები:

  1. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
  2. საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

 

 სრული ბიუჯეტი: 20,000.000 $

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 111,000 $

მიზანი: პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური დაბრკოლებების გადალახვა, რომლებიც საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესს აფერხებს. პროგრამის ამოცანაა, რომ აღნიშნულ გამოწვევების მოგვარების პროცესი წარიმართოს სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობითა და ფართო საზოგადოების მონაწილეობით

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ახალგაზრდები

ბენეფიციარები: იმერეთის რეგიონში მცხოვრები 15-29 წლის ახალგაზრდები

დაგეგმილი აქტივობები:

USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, ფუნქციონირებს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც ხელმისაწვდომია 15-29 წლის მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის.

ახალგაზრდული ცენტრი წარმოადგენს ღია საგანმანათლებლო და სამოქალაქო თავშეყრის ადგილს. აღნიშნული სივრცე, ხელს უწყობს  ახალგაზრდებს, ჩაერთონ  სამოქალაქო და ეკონომიკურ აქტივობებში, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. პროგრამის მიზნების გათვალისწინებით,  ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ იდეების გენერირება, მათი ინიცირება, თავად დაგეგმონ და განახორციელონ ახალგაზრდული პროექტები.

ახალგაზრდების სამოქალაქო და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულება:

  • ახალგაზრდებში შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თანხვედრაში მყოფი უნარებისა და კომპეტენციების განვითარება და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება
  • ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში
  • ახალგაზრდების საკვანძო კომპეტენციების და სასიცოხლო უნარების განვითარება
  • ახალგაზრდებში ტოლერანტობის, ინკლუზიურობისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და დასავლური ღირებულებების და ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლება

Skip to content