„STEM მენტორები მოსწავლე გოგონების გაძლიერებისთვის“ ერთ–ერთი მოხალისეობრივი ინიციატივა

„STEM მენტორები მოსწავლე გოგონების გაძლიერებისთვის“ საინიციატივო ჯგუფის HASS For STEM მიერ წარმოდგენილი ინიციატივაა, რომელმაც პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „იდეების კონკურსი მოხალისეობრივი ინიციატივებისთვის“ გაიმარჯვა.

ინიციატივა მიზნად ისახავს ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მენტორინგის საშუალებით სკოლის მოსწავლე გოგონებში STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) დარგებში კარიერული განვითარების წახალისებას. მის ფარგელბში, ადგილობრივ თემებში დაფუძნდება მენტორობის პრაქტიკა და ხელი შეეწყობა გოგონების კარიერული კომპეტენციების გაძლიერებას.

მენტორობის პროგრამა გათვლილია საშუალო საფეხურის მეცნიერებით დაინტერესებული გოგონებისთვის და ერთმანეთთან დააკავშირებს 15 მენტორსა და 45 ბენეფიციარს. პროექტი გულისხმობს მოხალისეობრივ ფორმატში ახალგაზრდა/სტუდენტი მენტორების და სკოლის მოსწავლე გოგონების დაკავშირებას და რეგიონებში მენტორობისა და მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვას. იგი ძირითადად მოიცავს დისტანციურ კომუნიკაციას, მაგრამ ყურადღებას ამახვილებს პირისპირ შეხვედრის მნიშვნელობაზე ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.

პროექტის განსაზღვრული ხანგრძლივობაა 4 თვე: საწყისი 2 კვირა განსაზღვრულია მონაწილეების (მენტორები და მენტიები) რეკრუტირებისთვის, 12 კვირის განმავლობაში გაგრძელდება მენტორობის პროცესი და ბოლო ეტაპზე, ბენეფიციარები თავად გახდებიან მოხალისეები, რომლებიც მათზე პატარა ასაკის გოგონებს გაუზიარებენ ცოდნას ადგილობრივ სკოლებში. პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის 20 ნოემბერს ჩატარდება.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content