ელადა კვირკველია

დასაქმების კონსულტანტი

ელადა კვირკველია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გუნდს 2020 წელს შემოუერთდა. ის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგრამის „მომავლის თაობა“ რეგიონალური კოორდინატორი იყო იმერეთში. 2021 წლის ივლისიდან ელადა ორგანიზაციაში  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტში „ESCape- დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ დასაქმების კონსულტანტის პოზიციას იკავებს. ის პროექტის ფარგლებში ქუთაისში შექმნილ „დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში“ სამუშაოს მაძიებლებს კონსულტაციას უწევს.

ელადას დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტი – ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. ამჟამად აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს.

Skip to content