თამუნა ბიგანიშვილი

დასაქმების კონსულტანტი

თამუნა ბიგანიშვილი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2019 წელს შემოუერთდა. ის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის პოზიციაზე იყო დასაქმებული და ქალაქ გორში, სამუშაოს მაძიებლებს  ქოუჩინგს და კონსულტირების უწევდა. მის მოვალეობებში ასევე შედიოდა ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავება და დოკუმენტაციის წარმოება.

ამჟამად თამუნა, დასაქმების კონსულტანტია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის!” ფარგლებში.

მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს. დამთავრებული აქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

Skip to content