მანანა სოკოლოვსკაია

ოფის მენეჯერი

EDEC-ის გუნდს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე 2022 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა. მის მოვალეობებში შედის პროექტის მენეჯერების ხელშეწყობა საქმიანობების მართვასა და კოორდინაციის საკითხებში. დოკუმენტაციის, მონაცემთა ბაზების წარმოება,მათი დამუშავება, დახარისხება და დაარქივება, როგორც ელექტრონულად, ისე ბეჭდური ფორმით. პროექტების ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების, ტრენინგების და სხვა ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.

მანანას არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის 6 წლიანი, ხოლო თიბისი ბანკში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს.

აკადემიური განათლება მიღებული აქვს ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მთარგმნელ რეფერენტის (ტექნიკური თარგმნა და რეფერირება– ინგლისური ენა) მიმართულებით.

Skip to content