მარიამ ლომიძე

ექსპერტი

მარიამ ლომიძე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2019 წელს შეუერთდა. იგი ოფისის ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა და  ორგანიზაციის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას წარმატებით ართმევდა თავს. 2021–2023 წლებში, მარიამი პროექტის “ESCape – დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება, შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად” ასისტენტი იყო. ამჟამად, ის არის ექსპერტი მცირე გრანტების ადმინისტრირების საკითხებში, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ფარგლებში.

მარიამს ადმინისტრაციულ საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს კერძო კომპანიებსა და არასამთავრობო სექტორში ოფისის მენეჯერის, პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტის და თარჯიმნის პოზიციაზე მუშაობდა.

აკადემიური განათლება მარიამმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. იგი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია. ხოლო თარჯიმან-რეფერანტის მაგისტრის წოდება ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა.

კვალიფიკაციის ასამაღლებლად მარიამი ჩართული იყო სხვადასხვა ტრენინგ და საგანმანათლებლო პროგრამაში.

Skip to content