Timerepublik Georgia –ს ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი ჩართვით სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი გვერდის მომხმარებლებს, მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ონლაინ ჩართვაზე დასწრების მსურველების მობილიზება მოხალისეობრივი პლატფორმის www.timerepublik.com -ის,
ფეისბუქ გვერდის Timerepublik Georgia -ს საშუალებით და რეგიონული ჰაბების ჩართულობით განხორციელდა. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე ვიდეო ჩანაწერის მნახველთა რიცხვი სისტემატურად იზრდება.
პირდაპირი ჩართვა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში განხორციელდა.
პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).” პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).