Timerepublik Georgia –ს ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი ჩართვა – სამოქალაქო აქტივისტი, ქრისტინე მაღლაკელიძე

Timerepublik Georgia –ს ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი ჩართვით სამოქალაქო აქტივისტი, ქრისტინე მაღლაკელიძე გვერდის მომხმარებლებს, მოხალისეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან მთავარი აქცენტები პიროვნული ზრდის შესაძლებლობებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მოხალისეობა ადამიანებს შანსს აძლევს, შექმნან საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტი.

ონლაინ ჩართვაზე დასწრების მსურველების მობილიზება მოხალისეობრივი პლატფორმის www.timerepublik.com -ის,
ფეისბუქ გვერდის Timerepublik Georgia -ს საშუალებით და რეგიონული ჰაბების ჩართულობით განხორციელდა. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე ვიდეო ჩანაწერის მნახველთა რიცხვი სისტემატურად იზრდება.

პირდაპირი ჩართვა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში განხორციელდა.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).” პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content