ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის მორიგი ვორქშოფი მოეწყო

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  ორგანიზებით, ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „მეწარმეობის კომპეტენციის განვითარება ახალგაზრდებისთვის“.  ვორკშოფის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდული საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება მეწარმეობისა და კარიერული განვითარების უნარების, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის შესახებ. მოწვეული ექსპერტი ახალგაზრდული საბჭოს წევრებს ესაუბრა სამეწარმეო კომპეტენციასა და კარიერულ განვითარებაზე, რვა საბაზისო უნარ-ჩვევაზე, რომლებსაც უნდა ფლობდეს მოქალაქე, რომელთა შორისაა  მეწარმეობა, შესაძლებლობების ამოცნობის, იდეების განვითარებისა და განხორციელების, რესურსების ეფექტიანი მართვის უნარებზე, ახალგაზრდებში პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და თვითდასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლებაზე.ვორკშოფის მუშაობას ახალგაზრდული მუშაკი, ახალგაზრდული სფეროს ექსპერტი  მარიამ ზაზაძე უძღვებოდა.

 

ვორკშოფი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content