განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქუთაისის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, ბიზნეს სკოლა, გრძელდება. პროექტის პარტნიორია FINCA Bank Georgia / ფინკა ბანკი საქართველო და PSP Pharmacy.
ბიზნეს სკოლის მოსწავლეებს უკვე ჩაუტარდათ ბიზნესის ზოგადი და ფინანსური მენეჯმენტის კურსი.
მიმდინარე სწავლების ფარგლებში, მსმენელებს რესურსების მობილიზების შესახებ ლექციებს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე უკითხავს.
ბიზნეს სკოლის ფარგლებში, სააპლიკაციო განაცხადის და გასაუბრების საფუძველზე, სულ 60 მოსწავლე შეირჩა. 3 თვის განმავლობაში ისინი თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესწავლის გარდა, წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათ პროფესიულ რჩევებს მოისმენენ.
ბიზნეს სკოლის საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ გამორჩეული უნარების მქონე 20 მოსწავლე ჩაერთვება კონკურსში, სადაც პროფესიონალი მენტორების დახმარებით რეალურ ბიზნეს ქეისებში მიიღებენ მონაწილეობას და კონკრეტულ ამოცანებს შეასრულებენ.