ბიზნეს სკოლის მსმენელები ხის გადამამუშავებელ საწარმოს ,,მადერა ჯორჯია’’ესტუმრნენ.
მსმენელებს საწარმოს დირექტორმა ბესო მანტკავამ უმასპინლა. მან მოსწავლეებს საწარმო დაათვალიერებინა, მის ამჟამინდელ ვითარებაზე, განვლილ გზაზე, სირთულეებსა და სამომავლო მიზნებზე ესაუბრა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ და ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
ბიზნეს სკოლა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქუთაისის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია. პროექტის პარტნიორია „FINCA Bank Georgia / ფინკა ბანკი” და „PSP Pharmacy”.
ბიზნეს სკოლის საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ გამორჩეული უნარების მქონე 20 მოსწავლე ჩაერთვება კონკურსში, სადაც პროფესიონალი მენტორების დახმარებით რეალურ ბიზნეს ქეისებში მიიღებენ მონაწილეობას და კონკრეტულ ამოცანებს შეასრულებენ.