განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი ვორკშოფი თემაზე „მოხალისეობა და სამოქალაქო აქტივიზმი“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ღია დიალოგის წარმართვა, ახალგაზრდული საბჭოების როლისა და საქმიანობის მხარდაჭერა, მოხალისეობასა და სამოქალაქო აქტივიზმს შორის არსებული კავშირების და მახასიათებლების გაცნობა. ვორკშოფის მუშაობას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე უძღვებოდა.
ვორკშოფი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.