გამარჯვებული პროექტი „ბორჯომელი ახალგაზრდები ევროინტეგრაციისთვის“ სამცხე–ჯავახეთიდან

ჩვენი პროექტის განხორციელებით ხელს შევუწყობთ  იმ პროცესს, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად ინფორმირებულები  გახდნენ ევროკავშირის სიკეთეების შესახებ

 ნატო (გულიზა) გუბელაძე, „სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი“-ს ხელმძღვანელი 

ჩვენი ორგანიზაციის, „სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი“-ს, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა რეგიონში, რაც ძირითად ბმაშია ევროკავშირის ღირებულებების გავრცელებასთან ადგილობრივ ახალგაზრდებში. ამ მიზნის განხორციელებისკენ  პირველი ნაბიჯების გადასადგმელად  

გადავწყვიტეთ მონაწილეობის მიღება EDEC-ის  მიერ გამოცხადებულ კონკურსში.  

პროექტის იდეა ძირითადად ემსახურება იმ პრობლემის გადაწყვეტას, რაც დაკავშირებულია საზოგადოების ნაკლებინფორმირებულობასთან ევროკავშირის შესახებ. კერძოდ: ადგილობრივ მოსახლეობას ნაკლებად მიუწვდება ხელი იმ ინფორმაციაზე, თუ რა შესაძლებლობებს გვაძლევს ევროკავშირი ქართველ ხალხს. შესაბამისად, ადამიანების უმეტესობა ხდება დეზინფორმაციის მსხვერპლი, რომელიც ვრცელდება სოციალური ქსელის, მედიის და სხვადასხვა ჯგუფების მიერ. ამ ფაქტის გამო, ევროკავშირის შესახებ ადამიანებს უჩნდებათ არასწორი შეხედულება, რაც ხელს უშლის საზოგადოების განვითარებას და ცნობიერების ამაღლებას. განსაკუთრებით დაბალია ინფორმირების დონე სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებში. გარდა ამისა, მოსახლეობაში ფართოდაა გავრცელებული ,,შიშები’’, რომელსაც ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ ელოდებიან, თუმცა, ეს ,,შიშები’’ არასწორია და მნიშვნელოვანია მყარი არგუმენტებით გაქარწყლება. ეს ფაქტორები კი ხელს უშლის საქართველოს ურთიერთობას და მეგობრობას ევროკავშირთან.  

პროექტის განხორციელების შედეგად ბორჯომის მუნიციპალიტეტში გვეყოლება 20 გადამზადებული და კარგად ინფორმირებული ახალგაზრდა, რომლებსაც პროექტის დასრულების შემდეგაც ექნებათ შესაძლებლობა, მიაწოდონ სხვადასხვა აუდიტორიას ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის 10 სკოლის 200 -250-მდე ახალგაზრდა იქნება სწორად ინფორმირებული ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე, ევროკავშირში არსებულ შესაძლებლობებზე საგანმანათლებლო კუთხით და უვიზო მიმოსვლის შესახებ. მათ ასევე ექნებათ ინფორმაცია, თუ როგორ გაარჩიონ სწორი ინფორმაცია დეზინფორმაციისგან. 50-მდე პედაგოგს პირდაპირი კომუნიკაციის გზით მივაწოდებთ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ. ფართო საზოგადოებას ეცოდინება ბორჯომის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ და რეგიონული მედია იქნება ინფორმირებული თემატურ საკითხებზე

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content