გამარჯვებული პროექტი გურიიდან

„პროექტის მიზანია სასკოლო თემში მოხალისეობრივი კულტურის ამაღლებით აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება“

ბელა ქემოკლიძე- სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

იმისათვის, რომ არ ჩამორჩე თანამედროვე ცხოვრების ტემპს, საჭიროა იყო საზოგადოების აქტიური წევრი. აქტიური მოქალაქეობა სწორედ საზოგადოებრივ საქმეებში ჩართულობას გულისხმობს სასურველი ცვლილებებისათვის, რაც შესაძლებელია სხვადასხვა გზით განხორციელდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოხალისეობაა. ეს უნარი კი ადამიანს ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩამოუყალიბდეს. თუ სასკოლო საზოგადოების ცნობიერება ამ კუთხით გაიზრდება, თავისთავად ისინი შემდეგ თავად შეძლებენ მოხალისეობის შესახებ ფართო საზოგადოების მეტად ინფორმირებას.

მე, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ჩემს სამოქალაქო კლუბთან ერთად მოხალისეობრივ აქტივობებს ვახორციელებდი სკოლაში. მაგალითად, რეგულარულად ვაწყობდით დასუფთავების აქციებს, ზაფხულშიც არაერთი ჩემპიონატი მოგვიწყვია, ჩავატარეთ ,,სიკეთის მარათონი“ ერთ-ერთი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოსწავლის დასახმარებლად. გადავწყვიტე, შემექმნა სკოლის ბაზაზე მოხალისეობრივი კლუბი ,,ACTIVE CLUB“,  რომელიც მოხალისეობრივ საქმიანობებს გაუწევდა ორგანიზებას. თავდაპირველად, ჩამოვაყალიბეთ საგნობრივი მიმართულებებით და შევქმენით ,,წიგნის კლუბი“, მათემატიკური კლუბი ,,ლოგიკა“ და ,,ENGLISH CLUB”, რომელიც აერთიანებდა კონკრეტულად აღნიშნული საგნით დაინტერესებულ მოსწავლე-ახალგაზრდობას. კლუბს მოხალისე მოსწავლეები ხელმძღვანელობენ, მენტორობას კი მათ ასევე მოხალისე საგნის მასწავლებლები უწევენ. 

საგრანტო კონკურსში გამარჯვებამ მოტივაცია უფრო გააძლიერა.  სამივე მოხალისე კლუბისთვის გამოცხადდა ვლოგების კონკურსი, რაც ითვალისწინებს თითოეული მეცადინეობის, შეხვედრის ამსახველი ვლოგის გადაღებას და სოციალურ ქსელში განთავსებას. ჩვენი პროექტის შესახებ ინფორმაციას გაიგებენ სოციალური ქსელის საშუალებით, რაც სხვასაც გაუჩენს სურვილს შემოგვიერთდეს და აქტიურად ჩაერთოს მოხალისეობრივ საქმიანობაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content