კონკურსში მონაწილეობა იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ საქმიანობაში.
პროექტის იდეა ემსახურებოდა სოფელ სუფსაში რეკრეაციული ზონის განვითარებას და მოხალისეობრივი ცნობიერების ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას, სოფლის გარემოს გაუმჯობესებასა და ადგილობრივებში მოხალისეობრივი კულტურის დამკვიდრებას.
ჩვენი საინიციატივო ჯგუფი შედგება 3 ახალგაზრდისგან, რომლებიც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ გურიის რეგიონში, სოფელ სუფსაში. გუნდის წევრები არიან მოტივირებულნი და აქვთ სხვადასხვა მოხალისეობრივ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. თითოეულ ჩვენგანს აქვს ის უნარ-ჩვევები, რომლებმაც საშუალებას მოგვცა ეფექტურად გვემართა პროექტი. ამ ინიციატივამ ხელს შეუწყო ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობებში და ლიდერობის უნარების განვითარებას. რეკრეაციული ზონის მოწყობამ კი შექმნა დასასვენებელი ადგილი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. პროექტის შედეგად, გავაუმჯობესებთ სუფსის ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას.