გამარჯვებული პროექტი ქვემო ქართლიდან

,პროექტის განხორციელებით ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის ჩამოყალიბებას და მათ მიერ იმის გაცნობიერებას რომ მომავალი მოხალისობრივ საქმიანობაშია“ – მერი ჭელიძე, წალკის ახალგაზრდული ცენტრის თანადამფუძნებელი, ხელმძღვანლი. მასწავლებელი

მოხალისეობა ჩემთვის, ახალგაზრდული საქმიანობით დაკავებული ადამიანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. მოხალისეობრივი საქმიანობა ბავშვობიდან დავიწყე, ხოლო მისი მნიშვნელობა  სრულფასოვნად მაშინ გავიაზრე, როცა უკრაინიდან მიღებულ ლტოლვილთა დახმარების ბანაკში ვიყავი მოხალისე.  აღნიშნულმა ფაქტმა განსაკუთრებულად გამოკვეთა ჩემში მოხალისეობრივი საქმიანობის აუცილებლობისა და საჭიროების მნიშვნელობა. ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მიღება და ინიციატივის განხორციელება ერთგვარი მისიაა  რათა ახალგაზრდებს მოხალისეობრივი საქმიანობა გავაცნო.  

ჩვენი ინიციატივის იდეა  ემსახურება  მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებას წალკაში. გვინდა შევკრიბოთ ახალგაზრდები, რომლებიც მიიღებენ ინფორმაციას მოხალისეობის მნიშვნელობაზე, მოხალისეობრივ პროექტებსა და შესაძლებლობებზე, მოისმენენ სხვადასხვა წარმატებულ მაგალითებს, რომელიც მათ მისცემთ მოტივაციას განავითარონ მოხალისეობრივი საქმიანობები.

ჩვენი ამ პროექტში გამარჯვება და მოხალისეობრივი ინიციატივის განხორციელება არის ჩვენი ცენტრის კიდევ ერთი მნიშნელოვანი და წინ გადადგმული  ნაბიჯი მოხალისეობრივი კულტურის დანერგვის გზაზე. ეს პროექტი ჩვენი ახლაგაზრდებისთვის იქნება მოტივაცია ჩაერთონ მოხალისეობასთან დაკავშირებულ პროექტებში და გახდნენ მოხალისეები. პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი ცენტრის ცნობადობის გაზრდას ახალგაზრდებსა და რეგიონში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content