ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა არის მნიშვნელოვანი რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ. სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში, რომელშიც გავიმარჯვეთ.
ასე შეიქმნა პროექტი „დებატები მოხალისეობისთვის“ და გაგვაერთიანა მთავარი მიზნისთვის: მასში ჩაგვერთო ახალგაზრდები და გავუზიარებინა საინტერესო და ღირებული ინფორმაცია ამ საქმიანობის სეკეთეებზე და მის უზარმაზარ გავლენაზე. ყველაზე მეტად გვახარებს ის ფაქტი, რომ ეს შევძელით და მისიას წარმატებით გავართვით თავი.
პროექტი ძალზედ მნიშვნელოვანი, ინფორმაციული და პროდუქტიული აღმოჩნდა მასში ჩართული ახალგაზრდებისთვის. დღეს, მათ აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოხალისეობის როლის და საზოგადოებაში ამ საქმიანობის დადებითი გავლენის შესახებ. იმედი გვაქვს რომ ეს მათთვის იქნება მოტივაცია, მოხალისეობრივად მეტად ჩაერთონ სხვადასხვა საქმიანობაში და თავიანთ თემში, ქალაქში, რეგიონსა თუ ქვეყანაში გახდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით სრულიად უანგაროდ, უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანენ საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმიანობის განხორციელებაში.