23 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ორგანიზებით გამართულ მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციაში „მოხალისეობრივი კულტურის გაძლიერება სასკოლო ცხოვრებაში“.
მასშტაბური კონფერენცია მიზნად ისახავდა, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ-პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარებას, პედაგოგიური გამოცდილების გაზიარებას, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლებისთვის ხელშეწყობას.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), წარმომადგენელი ნატა კაპატაძე, ღონისძიებაზე მოხსენებით „ციფრული მოხალისეობა“ წარსდგა და პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში შექმნილ მოხალისეობის ციფრული და ელექტრონული სწავლების ვებ პლატფორმების www.volunteer.ge და www.elearning.edec.ge სასკოლო ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
კონფერენციას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები, National Teacher’s უცხოელი პედაგოგები სხვადასხვა ქვეყნიდან, საჯარო და კერძო სკოლის დირექტორები და წარმატებული პედაგოგები ესწრებოდნენ.