გვანცა ძიძიგური – ესეების კონკურსის „მოხალისეობის ისტორია საქართველოში” გამარჯვებული

გაიცანით გვანცა ძიძიგური – ესეების კონკურსის „მოხალისეობის ისტორია საქართველოში” გამარჯვებული.

23 წლის გვანცა, ისტორიკოსია და ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტში სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებსსწავლას. მისი აზრით, მოხალისეობა ქართული კულტურის და ისტორიის ნაწილია, რადგან საქართველოს ისტორიიდან უამრავი მაგალითი გვაქვს, როდესაც მეფეები და დიდგვაროვნები უანგროდ ეხმარებოდნენ ღარიბ და გასაჭირში მყოფ ხალხს და მათი ეს პოლიტიკა შეგვილია აღვიქვათ როგორც მოხალისეობრივი საქმიანობა.

თავად გვანცა არაერთ მოხალისეობრივ კამპანიაში იყო ჩართული, მათ შორის – „კათარზისში“ მოხუცების დახმარების და გარემოს დასუფთავების აქტივობებში.

ესეების კონკურსი “მოხალისეობის ისტორია საქართველოში” პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოხალისეობის პოპულარიზაციას.

პროექტი ხორციელდება “კონრად ადენაუერის ფონდის” (KAS) მიერ, “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან” (CSI), “კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან” (CTC), “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან” (CSRDG) და “განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან” (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია “კონრად ადენაუერის ფონდი”.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content