22-მა ახალგაზრდამ გორის სამეწარმეო სკოლიდან ციფრული მარკეტინგის კურსი გაიარა. კურსის ფარგლებში სტუდენტები ციფრული მარკეტინგის თანამედროვე ინსტრუმენტებს გაეცნენ.
სამეწარმეო სკოლის ფარგლებში მსმენელებმა ასევე ზოგადი მენეჯმენტის და ბიზნესის დაგეგმვის, რესურსებისა და ფონდების მოძიების, ფინანსური მართვის, ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესახებ ტრენინგები გაიარეს.
სამეწარმეო სკოლა გორში პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში დაფუძნდა.
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საზოგადოებაში მონაწილეობა გაძლიერდეს.
პროექტს „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ახორციელებს.