1–2 ნოემბერს, გორში, ტრენერთა ტრენინგს თემაზე “კვების ობიექტების სერვისი და სერვირება” გაუკეთდა ორგანიზება, რომლის მიზანიც სარესტორნო საქმის სპეციალისტების გადამზადების ხელშეწყობა გახლდათ.
ტრენინგის მონაწილეები, წარმოადგენდნენ კოლეჯის და სხვადასხვა კვების ობიექტებში სერვისის მიმწოდებელ პირებს: ადმინისტრატორებს, მენეჯერებს, მიმტანებს, კოლეჯის პედაგოგებს. ტრენინგის თეორიული ნაწილი კოლეჯი განთიადის, ხოლო პრაქტიკული ნაწილი რესტორანი ერისონის ბაზაზე გაიმართა.
ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს.