გორში, ევროკავშირის მხარდაჭერით პროფესიული უნარების დღე მოეწყო

2023 წლის 29 აპრილს, ქალაქ გორში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის  მხარდაჭერილი პროგრამის „უნარები დასაქმებისათვის“ ფარგლებში,  პროფესიული უნარების დღეს გამართა, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უფროსკლასელები, შიდა ქართლში  მოქმედი უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები (სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი, „ბიდისი აკადემია“, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, კოლეჯი „განთიადი“, კოლეჯი „ამაგი“, ტექნოპარკი „კასპი“), როლებმაც ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს გააცნეს მათი ორგანიზაციების ბაზაზე არსებული საგანმანათლებლო შესაძლებლობები.

უფროკლასელებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ მრავალფეროვან ინტერაქტიულ აქტივობებში და კონკურსებში, გაეარათ კარიერული ორიენტაციის ტრენინგი და მიეღოთ კვალიფიციური რჩევები პროფესიონალებისგან კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული არჩევანის შესახებ.

ღონისძიება ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „უნარები დასაქმებისთვის“  ფარგლებში ხორციელდება.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content