გრძელდება ტრადიციული მუსიკალური აქტივობები განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (EDEC) არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების ბენეფიციარებისთვის.
ამჯერად ამბროლაურის დ. თორაძის სახელობის სახელოვნებო სამუსიკო სკოლის, ხალხური საკრავების პედაგოგმა – ნესტან ბუაძემ სიმებიანი საკრავის ერთ-ერთი სახეობის, ფანდურის წარმოშობასა და რეგიოებში გავრცელებაზე ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს თავადაც დაუკრა სალამურზე და სიმღერები შეასრულა ფანდურზე.
დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხარდაჭერით.