8 ივნისს, გურიაში, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში დასაქმების ფორუმი გაიმართა. დასაქმების ფორუმის მიზანი იყო ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა, სექტორთა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის გააზრება, დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისათვის საქართველოს რეგიონებში.
ფორუმზე 24-მა მცირე, საშუალო და მსხვილმა კომპანიამ წარადგინა 78 ვაკანსია, 190 სამუშაო ადგილი. 187 სამუშაოს მაძიებელს ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პოტენციურ დამსაქმებელს და წარმოეჩინა უნარები პირდაპირი კომუნიკაციის გზით.
დასაქმების ფორუმზე გაიმართა პანელური დისკუსიები და განიხილეს შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები, სექტორთა შორის თანამშრომლობის როლისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზები; ყურადღება დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლა და ამ დრომდე განხორციელებული წარმატებული პრაქტიკები.
ღონისძიებას ესწრებოდნენდასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები, ადგილობრივი ბიზნესსუბიექტები, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიები და სხვა დაინტერესებული პირები.
დასაქმების ფორუმი ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებით და მისი ორგანიზატორები იყვნენ ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (CIC), პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის/SECTORs“; საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება/ LINKs“; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA).