21-22 სექტემბერს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ორგანიზება გაუკეთა ტრენინგს დამსაქმებელი კომპანიებისთვის, რომლის მიზანი იყო ადამიანური კაპიტალის მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა სპეციალური საჭიროების მქონე პირების დასაქმების შესახებ დამსაქმებლების ინფორმირების გზით. ტრენინგს HR პროფესიონალი და ტრენერი, ანა გაბესკირია უძღვებოდა და 40 დამსაქმებელი ესწრებოდა. მსგავსი ტრენინგების ჩატარება ოქტომბრის თვეშიც იგეგმება.
ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის “ESCape – დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად” ფარგლებში. პროექტის მიზანია დასაქმებისა და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა თბილისსა და საქართველოს ექვს შერჩეულ რეგიონში: აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო, შიდა ქართლი.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი: ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისი (FES Georgia), დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), დემოკრატიის განვითარების სააგენტო (DDA) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC).