ვაკანსია – დასაქმების კონსულტანტი

ვაკანსიის დასახელება: დასაქმების კონსულტანტი

მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

სამუშაო საათები: 09:00 -18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

გამოქვეყნების თარიღი2022 წლის 24 ოქტომბერი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 6 ნოემბერი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა (დიდი ხნის განმავლობაში უმუშევარი ადამიანები, ახალგაზრდები, შშმპ და სხვა) მობილიზება, მათთვის დასაქმების სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ადგილობრივი შრომის ბაზრის მდგომარეობის და ტენდენციების მუდმივი შესწავლა და დუალური განათლების შესაძლებლობების მოკვლევა; პოტენციურ დამსაქმებელთა იდენტიფიცირება, მონაცემთა ბაზების წარმოება, მუდმივი განახლება და თანამშრომლობა;
  • ვაკანსიების მოძიება, სამუშაოს მაძიებლებისთვის შესაბამისი ვაკანსიების შეთავაზება; სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის თანამშრომლობის პროცესის ფასილიტაცია;
  • სამუშაოს მაძიებლების რესურსზე-ორიენტირებული შეფასების ჩატარება შესაბამისი საშუალებებისა და ტექნიკის გამოყენებით; შეფასებაზე დაფუძნებული კონსულტირება, ინდივიდუალური დასაქმების გეგმების მომზადება, განხორციელების პროცესის ზედამხედველობა და ხელშეწყობა;
  • სამუშაოს მაძიებელთა დახმარება პროფესიული განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში, მათი მოტივირება, შთაგონება, წახალისება, დარწმუნება და დამოკიდებულების შეცვლის ხელშეწყობა საჭიროების შემთხვევაში;
  • სამუშაოს მაძიებლებთან ინტენსიური კომუნიკაციის შენარჩუნება და მათგან სამუშაო კომპეტენციების, უნარების, სამომავლო გეგმების, შესაძლებლობების, ინტერესების და სხვა სათანადო ინფორმაციის უწყვეტად მიღება;
  • დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება (სახელფასო სუბსიდიები, პროფესიული კურსები და სხვა) და შესაბამისი სამუშაოს მაძიებლებისთვის შეთავაზება;
  • სამუშაოს მაძიებლებისთვის პროფესიული ორიენტაციისა და CV-ის მომზადების ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
  • სამუშაოს მაძიებლის პირადი პორთფოლიოს, მონაცემთა ბაზების და სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს შეფასება, გაანალიზება და ანგარიშის მომზადება;
  • პროგრამით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების, მათ შორის დასაქმების და ბიზნეს ფორუმების ორგანიზების პროცესში მონაწილეობა;
  • საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; პროფესიული გამოწვევების საპასუხოდ, პიროვნული ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულების მუდმივი განვითარება სერვისების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების მიზნით;

 

სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

პროფესიული კომპეტენციები:

  • არსებული შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და ძირითადი ტენდენციების ზოგადი ცოდნა;
  • ქართული განათლების სისტემის შესახებ ზოგადი ინფორმაციის ფლობა (მათ შორის VET, ზრდასრულთა განათლება)
  • დასაქმების, სოციალური დაცვის, შრომითი ურთიერთობების სფეროში კანონმდებლობის ცოდნა;
  • დასაქმების ცენტრის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საქმიანობის ზოგადი გაგება და ცოდნა
  • დასაქმების კონსულტირების, ინდივიდუალური დასაქმების (სამოქმედო) გეგმებზე მუშაობის გამოცდილება და ცოდნა;
  • შრომის ბაზარზე არსებულ მოწყვლად ჯგუფებთან (ნაკლებადკონკუნეტრუნარიან კადრებად მიჩნეული პირები) მუშაობის გამოცდილება;
  • შესაბამის პროგრამებში/სერვისებში სამუშაოს მაძიებელთა რეფერირების გამოცდილება
  • შრომის ბაზარზე არსებული ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და მართვის უნარი
  • სამუშაოს მაძიებელთან რესურსზე ორიენტირებული შეფასების ჩატარების უნარი
  • სამუშაოს მაძიებლის მიერ მიღწეული შედეგის და აქტივობის მონიტორინგის უნარი
  • ორგანიზაციის შიგნით და გარეთ მომუშავე კოლეგებთან, მენეჯერებთან და სხვა პირებთან თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარი;

 

ტექნიკური კომპეტენციები

  • სამუშაოს მაძიებელთა სხვადასხვა მოთხოვნების გამოვლენის და შესაბამისად მათი დაკმაყოფილების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციასთან ეფექტურად გამკლავების უნარი და ზეწოლის ქვეშ მუშაობის უნარი, პროფესიული პატიოსნებისა და მაღალი ხარისხის საკონსულტაციო მომსახურების შენარჩუნებით
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • პრეზენტაციის უნარი
  • პრობლემის ამოცნობისა და გადაჭრის უნარი
  • დაგეგმვის, ორგანიზების, დროის მართვის უნარი
  • სამუშაოს მაძიებელთა დარწმუნებისა და კონსულტირების უნარი (მოტივირება და შთაგონება; ნდობის მოპოვების უნარი)
  • თანაგრძნობის, მოთმინების, გაგების და მიკერძოებულობის გარეშე მოსმენის უნარი
  • „გაყიდვისა“ და მოლაპარაკების უნარი
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და გამოყენების უნარი

 

მენეჯერული კომპეტენციები:

  • დაგეგმვის, განხორციელების პროცესის მართვის, მონიტორინგისა და ანგარიშგების უნარი;
  • შესრულებული სამუშაოს შეფასების უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია) და სამოტივაციო წერილი, ელ-ფოსტაზე: [email protected]. „თემაში“ მიუნიშნეთ „დასაქმების კონსულტანტის“ ვაკანსია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 0431 25 13 30

საბუთების მიღება წარმოებს 2022 წლის 24 ოქტომბრიდან – 6 ნოემბრის 20:00 საათამდე.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content