20 მაისს ქალაქ გორში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში, დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელზეც 320–ზე მეტ სამუშაოს მაძიებელს დასაქმების შესაძლებლობა მიეცა.
ფორუმის ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო 16–მა ახალგაზრდა მოხალისემ, რომლებსაც მობილიზება გაუწიეს ორგანიზაციებმა CENN და Biliki.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ მოხალისეებს გაწეული შრომისთვის და წარმატებები ვუსურვოთ სამომავლო საქმიანობაში.