29 იანვარს საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკების სკოლის მონაწილეები, გარემოს დაცვისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ეკოლოგ ლალი გამყრელიძეს და საარჩევნო სისტემების შესახებ, იურისტ დარინა სალდაძეს შეხვდნენ.
სემინარზე მონაწილეებმა გარემოს დაცვის საკითხებზე და იმ საფრთხეებზე იმსჯელეს, რასაც გარემოს ეკონომიკური განვითარება უქმნის.
სემინარს გარემოს დაცვის საკითხებზე უძღვებოდა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრი“ წარმომადგენელი, ასოცირებული პროფესორი, ეკოლოგი ლალი გამყრელიძე.
დებატების სკოლის მონაწილეებმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში, საარჩევნო სისტემებსა და მასში არსებულ სიახლეებზე საიას ქუთაისის ოფისის წარმომადგენელთან დარინა სალდაძესთან ერთად იმსჯელეს.
მოდებატეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, რაც მათ საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტურნირისათვის მომზადებაში დაეხმარება.