დღის ცენტრები ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა

ხანგრძლივი პაუზის შემდგომ, COVID-19 რეგულაციების წესების სრული დაცვით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების მუშაობა განახლდა!

მონატრებულ გარემოში, ყველა ბენეფიციარი სიხარულით და დადებითი ემოციებით დაბრუნდა. მათ განწყობაზე გახსნის დღეს კომპანია ლუკლენდის ანიმატორებიც ზრუნავდნენ, ფერად–ფერად და მხიარულ აქტივობებში ყველა ჩაერთო და გაერთო. გულწრფელი და დადაბითი ემოციებთ დაიმუხტა, როგორც დღის ცენტრების წევრები, ასევე მათი მშობლები და პედაგოგები. ნანატრი დღე, დაბრუნების, მოლოდინის და განახლების დღე მართლაც შთამბეჭდავი იყო ყველასთვის.

სადღეისოდ ქუთაისის, საგურამოს, თერჯოლის და სამტრედიის დღის ცენტრებს 74 ბენეფიციარი ჰყავს. დღის ცენტრების მომსახურებით, როგორც 18 წლამდე ასაკის, ასევე 18 წელს ზემოთ მყოფი შშმ პირები სარგებლობენ, მათთვის დღის ცენტრების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია.

დღის ცენტრებში შშმ ბავშვებსა და პირებს ექმნებათ თვითრეალიზაციისთვის ადაპტირებული და კომფორტული გარემო. დღის ცენტრების მომსახურეობა ითვალისწინებს ინდივიდუალური ფუნქციური, სოციალური, საყოფაცხოვრებო და სახელობო–პროფესიული უნარების განვითარებას, მორგებული ადაპტირებული ავეჯით სარგებლობას, ორჯერად კვებას, ტრანსპორტირებას შინიდან ცენტრში მიყვანის და უკან დაბრუნების მიზნით, ოკუპაციური თერაპევტისა და ნევროპათოლოგის კონსულტაციას, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას, საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას.

იმედს ვიტოვებთ დღის ცენტრები კვლავ ჩვეული აქტიურობით გააგრძელებენ ფუნქციონირებას და მსოფლიო გამოწვევების წინაშე არასოდეს აღმოვჩნდებით.

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა (EDEC) დღის ცენტრების გახსნა 2009 წლიდან დაიწყო. EDEC–ს ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს და წარმატებით აგრძელებს დღის ცენტრების ოპერირაებასა და განვითარებას.

დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხარდაჭერით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content