2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო პროექტის განხორციელების პერიოდში, განათლებისა და დასაქმების სფეროში მიღწეული შედეგების საზოგადოებისთვის წარდგენა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები, ბიზნეს სუბიექტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ღონისძიება სამ პანელურ დისკუსიას მოიცავდა. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორც რეგიონების დონეზე დასაქმების ხელშემწყობი სერვისების მდგრადობასა და განვითარების პერსპექტივებზე, პროფესიულ განათლებასა და შრომის ბაზრის შესაბამისი პროფესიების დანერგვის მნიშვნელობაზე, ასევე, პროექტის ფარგლებში განხორციელებულ დასაქმების წარმატებულ მაგალითებზე.
ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუსტთან (ICI) ერთად განახორციელა.