ექსპერტი/სოციალური დიალოგის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს დებულების მომზადება

1. შესავალი:

არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) დაარსდა 2008 წელს და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.

2020 წლიდან EDEC-ი, ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს 3 წლიან პროექტს სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!), რომლის მიზანია განათლებიდან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაცია, რომელიც ფართოდ უწყობს ხელს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას, სიღარიბისა და მოწყვლადობის შემცირებას.

36 თვიანი პროექტი: ,,ისწავლე დასაქმებისთვის!“ საქართველოს ექვს რეგიონში: იმერეთი, გურია, რაჭა–ლეჩხუმი, აჭარა, შიდა ქართლი და კახეთი, 2020 წლის 15 სექტემბრიდან 2023 წლის 15 სექტემბრამდე განხორციელდება.

პროექტის აქტივობები ოთხ სამუშაო პაკეტად არის დაჯგუფებული და მოიცავს:

სამუშაო პაკეტი 1– შრომის ბაზარზე მოთხოვნადი განათლების, უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელმისაწვდომი სერვისები

  • კარიერული კონსულტაციის და დასაქმების მომსახურების ცენტრების შექმნა (CGESC);
  • CGESC- ების შესაძლებლობების განვითარება;
  • პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის და დასაქმების მხარდაჭერის სერვისების მიწოდება ელექტრონული პროფილირების, სწავლებისა და უნარების განვითარების ინოვაციური მიდგომების შეთავაზებით;
  • EAARA– ს შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემისა და სერვისების გაუმჯობესება

სამუშაო პაკეტი 2 – მოთხოვნაზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამები, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების პროგრამები, სტაჟირება ტურიზმისა და საზღვაო სექტორში

  • შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასება საზღვაო და ტურიზმის სექტორში;
  • საზღვაო და ტურიზმის სექტორებში გამოვლენილ საჭიროებებზე დაფუძნებული დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება;
  • დუალური პროფესიული განათლების პროგრამებისა და სტაჟირებების ორგანიზება საზღვაო და ტურიზმის სექტორებში.

სამუშაო პაკეტი 3 – სახელმწიფო და კერძო განათლებისა და დასაქმების სერვისის მიმწოდებლების შესაძლებლობების განვითარება

  • საზღვაო და ტურიზმის სექტორებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმწოდებელთა ტრენინგები მათი სწავლების შესაძლებლობებისა და კომპეტენციების განვითარება;
  • SESA და EAARA პერსონალის გადამზადება;
  • პროფესიული კოლეჯების ინოვაციური სასწავლო მასალებით და სასწავლო რესურსებით აღჭურვა;
  • უცხო ენის შემსწავლელი საპილოტე ლაბორატორიის შექმნა პროფესიული განათლების სერვის პროვაიდერთან თანამშრომლობით;
  • პარტნიორი დამსაქმებელი კომპანიების მენტორების სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და სტაჟირების ორგანიზებასთან დაკავშირებული ცოდნითა და უნარებით აღჭურვა;
  • კრუინგული კომპანიების წარმომადგენლების გადამზადება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და სტაჟირების ორგანიზების საკითხებზე.

სამუშაო პაკეტი 4 – დაინტერესებულ მხარეებსა და ბენეფიციარებს შორის კომუნიკაცია

  • სოციალური დიალოგის ხელშემწყობი რეგიონული საბჭოების (RCSD) შექმნა – თანამშრომლობა ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობასთან სახელმწიფო სტრატეგიებთან და პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  • შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მენეჯმენტისა და საზღვაო სექტორში დასაქმების შუამავალი სერვისების ვებ – გვერდის შექმნა;
  • ბიზნეს ფორუმის ორგანიზება საზღვაო სექტორით დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით;
  • დასაქმების ფორუმების ორგანიზება საზღვაო და ტურიზმის სექტორებში დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.

2. ტექნიკური დავალების მიზანი:

წინამდებარე ტექნიკური დავალების მიზანია შეარჩიოს ექსპერტი, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის კონკრეტული აქტივობის განხორციელებას, როგორიცაა: სოციალური დიალოგის ხელშემწყობი რეგიონული საბჭოების (RCSD) შექმნა – თანამშრომლობა ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობასთან სახელმწიფო სტრატეგიებთან და პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ამისათვის, ექსპერტი რევიზიას გაუკეთებს სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიერ შემუშავებული საკოორდინაციო (მრჩეველთა) საბჭოს დებულების პროექტს, შეიტანს მასში სათანადო ცვლილებებსა და მოამზადებს დებულების საბოლოო ვერსიას.

3. კონკრეტული დავალება:

სოციალური დიალოგის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს დებულების საბოლოო ვერსიის მომზადება საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიზნის, ფუნქციებისა და უფლებამოვალეობების შესაბამისად. სოციალური დიალოგის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს დებულება ასევე უნდა მოიცავდეს მუხლებს სხვადასხვა პლათფორმებთან, ექსპერტა ჯგუფებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის აჭარის რეგიონში მოქმედი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან თანამშრომლობის რეგულირების შესახებ.

4. მეთოდოლოგია:

4.1. კონსულტაცია, ონლაინ შეხვედრები, მჭიდრო კომუნიკაცია პროექტის გუნდთან.

5. პროდუქტი:

სოციალური დიალოგის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს დებულების დოკუმენტი

6. ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა

2022 წლის 15 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით. სულ 10 სრული სამუშაო დღე. კონკრეტულად:
1 დღე – დასაქმების ხელშეწყობის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის ანალიზი, ასევე, შესაბამისი უწყებების უფლებამოსილებების განმსაზღვრელი დოკუმენტების გაცნობა;
2 დღე – დაინტერესებული მხარეების (მ.შ. სხვადასხვა პლატფორმების, ექსპერტთა ჯგუფების, კომისიების) იდენტიფიცირება, მათი საქიმიანობის ფორმატის და უფლებამოსილებამოსილების გაცნობა, ასევე პროექტის გუნდთან კონსულტაცია, რათა განისაზღვროს საკოორდინაციო საბჭოს საქიანობაში დაინტერესებული მხარეების შესაძლო მონაწილეობის ფორმა;
2 დღე – საბჭოს დებულების არსებული პროექტის რევიზია, ცვლილებების შეტანა და დებულების დრაფტის შემუშავება; დოკუმენტის დრაფტის გაზიარება პროექტის გუნდისთვის, უკუკავშირის მიღება, საჭიროების შემთხვევაში, მიწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინება და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შექმნა.

7. ძირითადი მოთხოვნები

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი იურიდიული განათლება
• დებულებების, სამართლებრივი აქტების, კანონპროექტების და/ან სხვა მსგავსი დოკუმენტების შექმნაზე მუშაობის გამოცდილება
• სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა

პიროვნული უნარები:
• მოტივირებული
• პასუხისმგებლიანი
• დეტალებზე ორიენტირებული
• კომუნიკაბელური

8. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

– წერილობითი ინფორმაცია აკადემიური ცოდნის, საქმიანობისა და გამოცდილების შესახებ;
– სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი, რომელიც ადასტურებს მოთხოვნილ სფეროში საქმიანობების განხორციელების წარმატებულ გამოცდილებას.

9. შერჩევის პროცედურა

განაცხადები მიიღება ელექტრონულად 2022 წლის 2 ივნისიდან – 8 ივნისის ჩათვლით, 15:00 საათამდე, ელ ფოსტის მისამართზე [email protected] სათაურში მიუთითეთ „ექსპერტი“.
შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ პრეტენდენტებს.

10. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: ნონა დარსაველიძე
ტელეფონი: 0431251330;
ელ-ფოსტა: [email protected]

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content