ვაკანსია – ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი

დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი

მომწოდებელი: DDA/EDEC

გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი

 

ჩვენს შესახებ – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, რომლის მთავარი მიზანი არის დასაქმების და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისს, აა(ი)პ დემოკრატიის განვითარების სააგენტოს და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დასაქმების ცენტრების გახსნა თბილისსა და ქუთაისში, რომელიც მოემსახურება პროექტის ბენეფიციარებს – სამუშაოს მაძიებლებს შესაბამის მუნიციპალიტეტებში.

ვაკანსიის შესახებ – პროექტის ფარგლებში გახსნილ დასაქმების ცენტრებში სამუშაოდ ვიწვევთ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებს – თბილისში სრულ განაკვეთზე და ქუთაისში ნახევარ განაკვეთზე.

შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 27 თვე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ძირითადი მოვალეობები:

➤ დასაქმების ცენტრებში/ცენტრში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
➤ თანამშრომელთა სამუშაო ადგილის ტექნიკური გამართვა, სისტემის და პროგრამების ინსტალაცია/კონფიგურაცია;
➤ ტექნიკური მხარდაჭერა, პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
➤ აპარატურულ და პროგრამულ ინციდენტებზე რეაგირება და მათი აღმოფხვრა;
➤ ქსელური მოწყობილობების მონტაჟი/კონფიგურაცია;
➤ ქსელთან დაკავშირებული პრობლემების გეგმურად/დროულად აღმოფხვრა;
➤ შიდა მოხმარების სხვადასხვა პროგრამების გამართვაში მონაწილეობის მიღება;
➤ სხვადასხვა ქსელური ან/და სატელეფონო მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
➤ ხელმძღვანელისგან მიღებული სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

➤ ოპერაციული სისტემების ცოდნა -MS Windows 10; Windows server 2016;
➤ უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მომიჯნავე სფეროში;
➤ ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
➤ ქსელური ინფრასტრუქტურის და ტოპოლოგიის აგებულების ცოდნა;
➤ პერიფერიულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება (პრინტერი, სკანერი, და ა.შ);
➤ კომპიუტერული ტექნოლოგიების პრინციპების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

➤ კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;
➤ პასუხისმგებლობის გრძნობა;
➤ მაღალი სამუშაო დისციპლინა;
➤ გაწეული სამუშაოს ხარისხსა და დეტალებზე ორიენტირება;
➤ კონფიდენციალობის დაცვა;
➤ დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

➤ თბილისში დასაქმების მსურველებმა – [email protected]
➤ ქუთაისში დასაქმების მსურველებმა – [email protected]

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – ინფორმაციული ტექნოლოგიის სპეციალისტი.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content