ზუგდიდის ახალგაზრდული საბჭოს წარმატების ისტორია

ძლიერი პიროვნება ქმნის ძლიერ სახელმწიფოს”

მარიამ თოდუა,

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარე

იქიდან გამომდინარე, რომ ზუგდიდში უკვე არსებობდა ახალგაზრდული სათათბირო/საბჭო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა ჰაბმა-ასოციაცია „ათინათმა“ დაგეგმა შეხვედრა, სადაც გაგვაცნო EDEC- ის ერთ–ერთი პროექტი, რომელიც რეგიონებში ახალგაზრდული საბჭოების შექმნასა და გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

რა თქმა უნდა, ჩვენი საბჭო მუდამ მზადაა დაუმეგობრდეს ისეთ ორგანიზაციას, რომელიც ახალგაზრდების მხარდაჭერაზე, გაძლიერებაზე და ჩართულობის გაზრდაზე ზრუნავს, სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი და EDEC-ის თანამშრომლობა, რომელიც დღესაც აქტიურად გრძელდება. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია პირველ რიგში, ახალგზრდული საბჭოს წევრების გაძლიერება, რათა შემდგომ საბჭოს საქმიანობა ეფექტიანად და აქტიურად წარიმართოს. სწორედ ამ ნაწილში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა EDEC-მა, როდესაც 2022 წლის ზაფხულში, წყალტუბოში,  ახალგაზრდული საბჭოს წევრების კომპეტენციების გაძლიერების მიზნით ტრენინგები ჩაატარა. ამ ტრენინგების მთავარი ნაწილი, ვფიქრობ, სხვა მუნიციპალიტეტებში  არსებულ საბჭოს წევრებთან კომუნიკაციის დამყარება იყო.

ტრენინგების შემდეგ დავმეგობრდით და  გავაღრმავეთ საქმიანი კავშირები,   ადგილზე ჩავედით ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდულ საბჭოსთან, ზუგდიდს გვეწვია ბაღდათის ახალგაზრდული საბჭო და ვგეგმავთ ვიზიტებს სხვა მუნიციპალიტეტებში.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, აქტიურად ტარდება თემატური ვორქშოფები, სადაც ახალგაზრდული საბჭოს წევრები ხვდებიან სპეციალისტებს. მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ ახალი ინფორმაცია, გამოცდილება და ცოდნა, რაც  დადებითად ისახება სამომავლო საქმიანობაზე.

ახალგაზრდული საბჭოს როლი მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებასა და შექმნაში. ზუგდიდის ახალგაზრდული საბჭო აქტიურად არის ჩართული გადწყვეტილების მიღების, ბიუჯეტირების, პროექტების განხორციელებისა და დაგეგმარების პროცესში, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ საჯარო სექტორთან (მერია,საკრებულო), კერძო სექტორთან (ბიზნესთან) , ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც გვეხმარება იმაში, რომ მეტად მივაწვდინოთ ხმა ახალგაზრდულ საჭიროებებზე, გვქონდეს მეტი შესაძლებლობა აქტივობების ჩატარების, განვახორციელოთ ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული პროექტები და რაც მთავარია, შევიმუშაოთ რეკომენდაციები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდული საბჭო დამოუკიდებელი ორგანოა და მის საქმიანობაში არ ერევა არც ერთი სექტორი, ამით ჩანს თუ რამდენად ძლიერები, დამოუკიდებლები, მიზანდასახულები და მოტივირებულები არიან ახალგაზრდები. იმისათვის, რომ ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკა იყოს ძლიერი და ჯანსაღი, აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი ამ პროცესში, რადგან მხოლოდ ახალგაზრდებმა იციან, თუ რა სჭირდებათ მათ, რა ინტერესები, რა პრობლემები და სურვილები აქვთ. ხშირად ამბობენ, რომ ახალგაზრდები არიან ქვეყნის მომავალი, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდები ვართ დღევანდელი დღე, დღევანდელი ცვლილება და მოქმედება. ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს/საბჭოს დევიზია “შენი ცვლილებებისთვის”, რადგან თუ გვსურს, რომ შევცვალოთ რეგიონი, ქვეყანა და სამყარო, უნდა გავძლიერდეთ და მოვახდინოთ ცვლილებები საკუთარ თავში, რადგან ძლიერი პიროვნება ქმნის ძლიერ სახელმწიფოს.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content