თანასწორგანმანათლებელთა ტრენიგნ–კურსის მონაწილე მაკო ქირიამ ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრებზე, რომელსაც ჯამში 26 მოსწავლე დაესწრო, განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა მშვიდობის მშენებლობა, მრავალფეროვნება, კონფლიქტები და სტერეოტიპები.
შეხვედრები პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.