თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგ–კურსის მონაწილემ სამეგრელოს რეგიონიდან თათია მაქაცარიამ საინფორმაციო შეხვედრები ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბრის აფხაზეთის #14 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართა თემებზე: კონფლიქტი, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები.
შეხვედრები პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.