პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა Covid-19 კრიზისის დროს საქართველოში“ ფარგლებში, თანასწორგანმანათლებელთა 21 დღიანი ონლაინ ტრენინგ–კურსის მესამე ეტაპი დაიწყო, რომელიც ტრენინგების 6 დღიანი ციკლის ჩატარებას გულისხმობს თემაზე: ადამიანის და ბავშვთა უფლებები (ოჯახში ძალადობა და Covid 19-ის გავლენა, პრევენცია და არაძალადობრივი რეაგირება).
ტრენინგებს მოწვეული ტრენერი თამარ ებრალიძე უძღვება.
ტრენინგების მსვლელობისას მონაწილეები ეცნობიან ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
- ადამიანის უფლებები, წარმოშობის ისტორია, ბავშვთა უფლებები;
- სახელმწიფოს როლი, საზოგადოება როგორც დამცველი;
- სახელმწიფოს სპეციალური დაცვის ობიექტი (ქალები, არასრულწლოვნები, შშმ პირები, მოხუცები);
- ოჯახური ძალადობა და მისი სახეები;
- COVID -19 გავლენა ოჯახური ძალადობის ზრდის მაჩვენებელში, ფემიციდის ზრდის მაჩვენებელი, დაცვის მექანიზმები;
- სახელმწიფოს როლი ოჯახური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით;
- სასამართლო პრაქტიკა ოჯახური ძალადობის საქმეებზე.
პროექტი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ხორციელდება, მიზანად ისახავს ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ კოვიდ – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.