კასპის მუნიციპალიტეტის, სოფ. ახალციხის საჯარო სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგ-კურსის მონაწილის, რუსუდან ბარნოვის მიერ თემაზე: ვირუსის გავრცელების პრევენცია სასწავლო დაწესებულებებში, შეხვედრას დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. მეორე შეხვედრა რუსუდანმა ონლაინ ფორმატში ჩაატარა ადამიანისა და ბავშვთა უფლებების (ოჯახში ძალადობა და კოვიდ 19–ის გავლენა, პრევენცია და არაძალადობრივი რეაგირება) თემაზე.
შეხვედრები პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.