თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „საპოვნელა“ ბენეფიციარები ტყიბულის სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას „მოდი ვითამაშოთ ერთად” შეუერთდნენ. ღონისძიება მოიცავდა ისეთ აქტივობებს, როგორიცაა კარაოკე, ცეკვა, სპორტი, ხელსაქმე და სხვა.
ინიციატივის „მოდი ვითამაშოთ ერთად“ ფარგლებში „მშვიდობის კორპუსის” მოხალისეები ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შეკრებას და მათთან ერთად გასართობი ღონისძიებების მოწყობას.
ტყიბულში გამართულ ღონისძიებას „მშვიდობის კორპუსის“ შესაბამის კომიტეტთან ერთად ორგანიზებას უწევდა ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი. ღონისძიებაში TDDF-ის 37 მოხალისე მონაწილეობდა. ღონისძიების ორგანიზებას მხარი დაუჭირა ტყიბულის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებმა.
დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით.