ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სტუმრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების პროგრამის კოორდინატორი სოფიო კუპატაძე მიესალმა და მათთან ერთად, წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა, პრეზენტაციის დასასრულს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
ბავშების საახალწლო სურვილები სააფთიაქო ქსელმა „PSP” -მ აასრულა და მათ საჩუქრები გადასცეს.
შემაჯამებელ ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მერიის სამსახურების და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს ისინი ბავშვებს ტკბილეულით და საახალწლო ნობათით გაუმასპინძლდნენ.
ღონისძიებაზე დღის ცენტრის და მისი მეგობარი ორგანიზაციების მეგობრობის ისტორიები იყო გამოფენილი.