საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონის“ ბენეფიციარები, ტრადიციულად შემოდგომის აღსანიშნავად, ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ.
ცენტრის ბენეფიციარებმა გაშენებული ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთები დაათვალიერეს და საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიას გაეცნენ. ბოლოს კი რთველში მიიღეს მონაწილეობა. დღემ მხიარულად და სასიამოვნოდ ჩაიარა.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ბენეფიციართა სოციალური უნარების განვითარებას და დადებითად მოქმედებს მათ ემოციურ მდგომარეობაზე.