სიკეთე აბედნიერებს! უკვე მერამდენედ ვწერთ ამ ჯადოსნურ სიტყვებს!
სიკეთის კეთება კი მაშინ გამოგდის უფრო კარგად, როცა ამას მეგობრებთან ერთად აკეთებ!
საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრს ,,იალონს“ მეგობრები, არც ამ რთულ პერიოდში ივიწყებენ და ჩვენი ბენეფიციარებისთვის თავიანთ პროდუქციას არ იშურებენ.
ამჯერად ხორცპროდუქტების კომპანიამ „ლოიდლი“ და კომპანიამ „ზედაზენი“ ბენეფიციარებს თავიანთი პროდუქცია გადასცა.
მადლიერება და სიკეთის გაცემით მიღებული დადებითი ემოციები განსაკუთრებულია ასეთ დროს.
მადლობა მეგობრობისთვის!