იმერეთის დღის ცენტრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დღე აღნიშნეს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დღის აღნიშვნას თერჯოლის, სამტრედიის და ქუთაისის ცენტრების ბენეფციარები შეუერთდნენ და 2-დან 4 დეკემბრის ჩათვლით, სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

თერჯოლის დღის ცენტრმა საპოვნელა” მონაწილეობა მიიღო თერჯოლის 1 საჯარო სკოლაში გამართულ ინტეგრირებულ ღონისძიებაში მოდი ვითამაშოთ ერთად”. ღონისძიება მშვიდობის კორპუსის, ორგანიზაციის ასოციაცია მაკლეინი ბავშვებისათვის’’ და ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის ინიციატივით მოეწყო.

სამტრედიის დღის ცენტრს ლამპარი” ტრადიციულად სტუმრობდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები. სტუმრებმა ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.

ქუთაისის დღის ცენტრს ჯადოსნური სამყარო” მაკდონალდსი” და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ეწვივნენ. მეორე დღეს, ცენტრის ბენეფიციარები ბავშვთა გასართობ პროგრამაზე მაკდონალდს” თავადაც ესტუმრნენ. შემდეგ კი ქუთაისის მერის მიწვევით ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შშმ პირთა შემოქმედებით ფესტივალს დაესწრნენ. 4 დეკემბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციატივით დღის ცენტრის აღსაზრდელები თოჯინების თეატრს ესტუმრნენ.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ბავშვთა პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას და დადებით გავლენას ახდენს მათ განვითარებაზე. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალიზაციასა და ინტეგრაციაში.

დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content