ტყავის ზურგჩანთები, ხელჩანთები, წელის ჩანთები, საფულეები, ბროშები,
სამაჯურები, საყურეები, ყელსაბამები – ეს ის პროდუქციაა, რომელსაც საკუთარი ორიგინალური
დიზაინით IRDA-ს ბრენდით ქმნის.
,,მეწარმეობის სკოლის შესახებ მეგობრისგან გავიგე. მაშინ ტყავზე მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, EDEC-მა მეწარმედ განვითარებისათვის სრული პაკეტი შემომთავაზა: საგანამათლებლო პროგრამა, ტრენინგების ციკლი ბიზნესის დაგეგმარებაში და ასევე, ახალგაზრდა დამწყები მეწარმეებისათვის განსაკუთრებით საჭირო, გამოცდილი მენტორების სერვისი. ჩემ მენტორად ლევან მოლაშვილი, კომპანია Amazon Expert Hub თანადამფუძნებელი შეირჩა, რომელსაც განათლება გერმანიაში აქვს მიღებული, არის ლექტორი და ასევე, ატარებს კერძო კონსულტაციებსა და სესიებს საერთაშორისო, ელექტრონულ ვაჭრობასთან დაკავშირებით. მენტორობისას მან მთვარი აქცენტები შესაძლებლობების სწორად გამოყენებაზე გააკეთა. გამიზიარა პროდუქტის განვითარების საშუალებები და შემდგომ მისი სხვადასხვა ონლაინ გიგანტების-Amazon, Ebay და ასევე ხელნაკეთი ნივთებისპლატფორმის Etsy-ის საშუალებით გლობალურ ბაზარზე გატანის გზები“.
ახალგაზრდა მეწარმეთა მენტორობის პროგრამა პროექტის–„ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობას ქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.