3 დეკემბერს – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საგურამოს დღის ცენტრს „იალონი“ „კარფურის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
სტუმრებმა დღის ცენტრს საოჯახო ტექნიკა, ხოლო ბენეფიციარებს ინდივიდუალური სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს. სტუმრები საახალწლო სამზადისშიც ჩაერთვნენ და მასპინძლებთან ერთად ჩურჩხელების მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას „როტარი კლუბის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით.