თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგ კურსის მონაწილემ იმერეთის რეგიონიდან მაგდა ფერცულიანმა საინფორმაციო შეხვედრები ონლაინ ფორმატში ჩაატარა. შეხვედრების თემები იყო მშვიდობის მშენებლობა, ტოლერანტობა და მრავალფეროვნება, Covid-19 – ვირუსის გავრცელების პრევენცია.
შეხვედრები პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.