ონლაინ კონფერენციებში, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და საინტერესო ადამიანები განაგრძობენ მოზარდებთან შეხვედრას

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით გამართულ ონლაინ კონფერენციებში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და საინტერესო ადამიანები განაგრძობენ მოზარდებთან შეხვედრას. ამჯერად პროგრამა „მომავლის თაობის“ მონაწილე იმერეთის რეგიონის პარტნიორი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს, დისტანციურად საინტერესო თემებით ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და რეჟისორი გოდერძი შარაშია სტუმრობდა.

შეხვედრა სტუმრის ჩვეული უშუალო და საინტერესო საუბრით წარიმართა, რასაც მსმენელთა ჩართულობა და აქტიურობაც მოწმობს. ონლაინ ჩართვა კითხვა–პასუხის ფორმატით წარიმართა, სპიკერმა ამომწურავად და კვალიფიციურად გასცა ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი.

სახელმწიფოს როლი მოხალისეობის მხარდასაჭერად; ახალგაზრდების მოხალისეობის შესაძლებლობები; მოხალისეობის გამოცდილება და ისტორია საქართველოში; მოხალისეობრივი პროექტები და აქტივობები; ინდივიდის როლი საზოგადოებაში – ამ თემებზე ესაუბრა ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ახალგაზრდებს.

პროგრამა „მომავლის თაობა” მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.  პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content